დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა I სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაასრულეს
31-05-2022
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2021-2022 სასწავლო წელი და ანბანის შესწავლა წარმატებით დაასრულეს.

სკოლაში, 27 მაისს ღონისძიება - „ანბანის გაცილება“ ჩატარდა, რომელსაც პირველი კლასის დამრიგებელი ნაირა აბულაძე ხელმძღვანელობდა.

პირველკლასელებს „ანბანის გაცილება“ დირექტორმა, სვეტლანა ბოჩიკაშვილმა მიულოცა, რომელმაც მადლობა გადაუხადა კლასის დამრიგებელსა და მშობლებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი საკლასო თუ სასკოლო ღონისძიებებში. მათი უშუალო თანადგომითა და ჩართულობით წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო ღონისძიება ჩაატარეს, რომელიც აღნიშნული ღონისძიებით დააგვირგვინეს.

დირექტორმა, მოსწავლეებს ასევე, სასიამოვნო დასვენება და ახალი ენერგიით მეორე კლასში დაბრუნება უსურვა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203