ლედგებეს საჯარო სკოლიდან პირველკლასელები ახალ სასწავლო წლამდე საზეიმოდ გააცილეს
31-05-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის ლედგებეს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი და ანბანის შესწავლა წარმატებით დაასრულეს.

პირველკლასელები სკოლიდან სექტემბრამდე საზეიმო ვითარებაში გააცილეს და პატარები მეორე კლასში სწავლის გასაგრძელებლად აქტიურად ემზადებიან.

საზეიმო ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები.

„დამრიგებელმა ქეთინო ახალაიამ დიდი წვლილი შეიტანა მათ სწავლასა და აქტიურობაში. ახლა კი დროებით დაემშვიდობა და უსურვა ბედნიერი საზაფხულო არდადეგები“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203