ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლოზუნგით - „ეს დღე ჩვენია“ საზეიმო მსვლელობა მოაწყეს
31-05-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, დაწყებითი საფეხურის მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მსვლელობა მოაწყეს, რომელსაც დევიზად შემდეგი სიტყვები - „ეს დღე ჩვენია“ გასდევდა.
მსვლელობის დასრულების შემდეგ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოსწავლეების მონაწილეობით 26 მაისის აღსანიშნავად სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები დამრიგებლები - ფატმან კლდიასვილი და ელისო ჩუბინიძე გახლავთ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო