სახალვაშოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს
31-05-2022

ედნარ დიასამიძის სახელობის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა პირველი სასწავლო წელი და ანბანის შესწავლა წარმატებით დაასრულეს.

2021-2022 სასწავლო წელი ასევე, წარმატებით დაამთავრა უკრაინიდან ჩამოსულმა პატარა მოსწავლემ ქეთათო ცენტერაძემ.

პირველკლასელებმა დამრიგებლის, ციცინო ბერიძეს ხელმძღვანელობით „ანბანის გაცილების“ მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს.

„ყოვლისმომცველი, მრავლისმთქმელი, უბრალოებითა და ლექსების ენით ნაქსოვი - ანბანზე გამომშვიდობების ღონისძიება სახალვაშოს საჯარო სკოლის პირველ კლასში.პირველი კლასი წარმატებით დაასრულა ქეთათო ცენტერაძემ, რომელიც უკრაინიდან ჩამოვიდა სახალვაშოს სკოლაში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სკოლის ადმინისტრაციამ ასევე, პედაგოგ ციცინო ბერიძისადმი ემოციური მიმართვა გაავრცელა:

„ციცინო მასწავლებელო, თქვენი სული არასოდეს დაბერდება ასეთი თაობების აღზრდაში“, - ნათქვამია ადმინისტრაციის მიმართვაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203