წყალტუბოს N1 სკოლის მესამეკლასელებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, „წითელი წიგნი“ შექმნეს
31-05-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო კომპლექსურ დავალებებზე აქტიურად მუშაობენ.

ამჯერად, მე-3 კლასში თემაზე - „ძუძუმწოვრების საარსებო გარემო“ კომპლექსური დავალების მე-3 ეტაპი ჩატარდა.

მოსწავლეებმა წარადგენს მათ მიერ შექმნილი ნახატები და წიგნები, მათ შორის „წითელი წიგნი“, სადაც საქართველოში მცხოვრები ძუძუმწოვრების შესახებ მოძიებული ინფორმაცია ჰქონდათ ასახული.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს დირექტორი, ფაქიზო-ფატი ფანჩულიძე ესწრებოდა, ხოლო მესამე კლასელების დამრიგებელი და ამავდროულად, საგნის მასწავლებელი ირმა გურეშიძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203