შუახევის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის წრე ფუნქციონირებს
20-03-2018
შუახევის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის წრე ,,ბალავარი“ ფუნქციონირებს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, წრის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და იმ უნარების გამომუშავება, რაც მოზარდების მომავალ წარმატებას შეუწყობს ხელს.
„ყოველ კვირაში გვაქვს სამუშაო შეხვედრა და სხვადასხვა სახის აქტივობები. ვცდილობთ მოსწავლეებმა გაიღრმავონ ცოდნა როგორც ლიტერატურაში, ასევე ენაში. მოზარდებს ვეხმარებით მხატვრულ-გამომეტყველებითი კითხვის ტექნიკის დაუფლებასა და სამსახიობო უნარების გამომუშავებაში“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
წრის წევრებმა არაერთ სასკოლო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და მაყურებლის მოწონებაც დაიმსახურეს.
მოზარდებმა მაყურებლის წინაშე მხატვრულად წაიკითხეს არაერთი ლექსი, სცენაზე დადგეს იაკობ გოგებაშვილის ,,იავნანამ რა ჰქმნა?!"და ნაწყვეტი ილია ჭავჭავაძის მოთხრობიდან ,,გლახის ნაამბობი" (მოძღვრის ეპიზოდი).
იხილეთ ფოტოები და ,,ბალავარის“ ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების ამსახველი ვიდეოკადრები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203