ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებმა შთამბეჭდავი ღონისძიება გამართეს
31-05-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღებისა თუ მოვლენების შესახებ მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს მართავენ.

ამჯერად, IV კლასის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ღონისძიება ჩაატარეს, რომლის ფარგლებში სიმღერები და ქართული ცეკვები შეასრულეს.

„ამ შესანიშნავმა და ულამაზესმა მოსწავლეებმა, 27 მაისს ძალზედ სასიამოვნო შეხვედრა მოგვიწყვეს. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც უნიჭიერესმა პატარებმა ისაუბრეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და სამშობლოს უანგარო სიყვარული იყო.

არც დედაენა და სასკოლო სივრცე დაავიწყდათ პატარებს და ისაუბრეს ამ ორი თემის შესახებაც; ღონისძიების მსვლელობა კი, გაალამაზეს და გაახალისეს სიმღერებითა და ქართული ცეკვებით.

უღრმესი მადლობა IV კლასსა და ამ კლასის დამრიგებელს, ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგს - ნარგიზ გამიშიძეს, ლამაზი და საინტერესო სანახაობისთვის. წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203