ქვიტირის საჯარო სკოლის მოსწავლეები ოპერის თეატრს ესტუმრნენ
30-05-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები მუსიკის მასწავლებელ გია ჩოგოვაძის ხელმძღვანელობით ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრს ესტუმრნენ.
მოსწავლეები ვიქტორ დოლიძის სამ მოქმედებიან ოპერას - „ქეთო და კოტე“ დაესწრნენ.
„თეატრს სპექტაკლამდე ერთი საათით ადრე ვესტუმრეთ, რათა მოგვეწყო ექსკურსია და ბავშვები გაცნობოდნენ სპექტაკლის წინა სამზადისს
სპექტაკლის დაწყებამდე შევხვდით და ვესაუბრეთ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ქალბატონ ირინე ლომინაძეს და თეატრის მთავარ დირიჟორს ,ბატონ რევაზ ჯავახიშვილს.
საუბარი ძალიან საინტერესო გამოდგა.
ქალბატონი ირინე ლომინაძის თანხმობით, ბავშვებმა დაათვალიერეს თეატრის ყველა საამქრო. მოინახულეს საგრიმიორო ოთახები და დაათვალიერეს, თუ როგორ ემზადებიან მსახიობები სპექტაკლის დაწყებამდე. სპექტაკლის შემდეგ გავესაუბრეთ სპექტაკლის დამდგმელ რეჟისორს, ქალბატონ მაია გაჩეჩილაძეს, სამახსოვრო სურათები გადავიღეთ სპექტაკლში მონაწილე სოლისტებთან და გუნდის მსახიობებთან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს