გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეების ჯადოსნური თავგადასავალი ისტორიულ კოლხეთში
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება მუდმივად ზრუნავს, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და საგნობრივ ცოდნას საინტერესო კლასგარეშე აქტივობებით ამყარებენ.გოგოლესუბნის საჯარო სკოლის
V, VI, VII, VI კლასის მოსწავლეთა ჩართულობით განხორციელდა სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია - „მოგზაურობა ისტორიულ კოლხეთში“ (სენაკი-არქეოპოლისი-საბავშვო არქეოლოგია, თერმული წყლები, მარტვილი-დადიანების საზაფხულო სასახლე, მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი), რომლის ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი შორენა ჟღენტი. შემეცნებითი ექსკურსია კი მოსწავლეებისთვის წარსულის ჯადოსნურ ლაბირინთებში მოგზაურობას ჰგავდა...
„სკოლის სახელით მადლობას ვუხდით ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლებს: ნინო ჯოლიასა და ანა გვასალიას, ბატონ გიორგი წურწუმიას თბილი მიღებისთვის, სასიამოვნო და საინტერესო მეგზურობისთვის. ვუსურვებთ წარმატებებს!
მადლობა სკოლის დირექტორს ქალბატონ მაია გოგიბერიძეს და კლასების ხელმძღვანელ მასწავლებელს ნინო გიორგაძეს ექსკურსიის წარმატებით განხორციელებაში თანადგომისა და მონაწილეობისათვის!
და რაღა თქმა უნდა განსაკუთრებული მადლობა VIII კლასის მოსწავლეებს: ანი ჩიჩუას და მარიამ ორჯონიკიძეს შემეცნებითი აქტივობების ორგანიზებისა და წარმატებით განხორციელებისთვის!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: