ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდნენ
31-05-2022

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ კონკურსებსა თუ თამაშებში მუდამ აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, VIII-IX-X-XI კლასის მოსწავლეები: საბა სურმანიძე, ნინი ხოზრევანიძე, ზურიკო ხოზრევანიძე, მაკა ასლანიძე​, ბაკური ხოზრევანიძე და ლიკა ხარაბაძე ინტელექტუალურ კონკურსში - „რა? სად? როდის?“ მონაწილეობდნენ. კონკურსი ზემო ქედის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ ფიროსმანის საჯარო სკოლის გუნდს დირექტორი ლენა ბერიძე და ინგლისური ენის პედაგოგი ლეილა ტარიელაძე ხელმძღვანელობდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203