მარტუნის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლის დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს
30-05-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მარტუნის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის წარმატებით სწავლის დასრულება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს.

მრავალფეროვანი ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და სპექტაკლი დადგეს, რითიც მშობლები თუ დამსწრე საზოგადოება მოხიბლულები დარჩნენ.

აღსანიშნავია, რომ პირველკლასელებმა საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს.

სასკოლო საზოგადოებამ პირველკლასელებს მეორე კლასში გადასვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203