„ჩვენ ყველა თანასწორი ვართ!“ - ტყიბულის N4 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
30-05-2022
ტყიბულის N4 საჯარო სკოლაში მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრამ ტოლერანტობის შესახებ პროექტი განახორციელა, რომლის თემა - „ჩვენ ყველა თანასწორი ვართ“ გახლდათ;

პროექტი საგანში მე და საზოგადოება განხორციელდა, რომელშიც მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა მინი ლექცია, რომლის ფარგლებში ბავშვები ტოლერანტობის მნიშვნელობას გაეცნენ; ასევე, გააკეთეს პრეზენტაცია და შექმნეს თემატური ნახატები. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში კედლის გაზეთი გამოუშვეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203