ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის პირველკლასელები იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის სწავლის დასრულება განსაკუთრებულად აღნიშნეს.
პირველკლასელებმა „ანბანი გააცილეს“ და იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ.
პატარა მოსწავლეები სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ და ახალი სასწავლო წლიდან ცოდნის სამყაროში მოგზაურობას კვლავ გულმოდგინედ განარძობენ.
იხილეთ ფოტოები: