ისრითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნიღბების თეატრის წარმოდგენა ნახეს
30-05-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება.
25 მაისს, ვანის კულტურის ცენტრში ვანის მუნიციპალიტეტის მერიისა კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით, ვანის საჯარო და კერძო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის ნიღბების თეატრი - ზღაპარი „წითელქუდა“ ჩატარდა.
სკოლის მოსწავლეები წარმოდგენას დაესწრნენ და მათ სასკოლო ცხოვრებას დაუვიწყარი წუთები შეემატა.
ისრითის საჯარო სკოლა ვანის მერიას და ღონისძიების ყველა ორგანიზატორს ბავშვების გახარებისათვის და დაუვიწყარი დღისათვის დიდ მადლობას უხდის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს