ზესტაფონის „მომავლის ბიზნეს სკოლაში“ საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, I კლასში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება - „როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ღონისძიება გამართეს, რომლის ფარგლებშიც მრავალფეროვანი აქტივობები შეასრულეს.
პირველკლასელების პედაგოგი კი თეონა თაბუაშვილი გახლავთ.
„სწორედ ამ ასაკიდან იწყება მოსწავლეების ჩამოყალიბება შეგნებულ, ღირსეულ და პატრიოტ მოქალაქეებად, რომლებიც პატივს სცემენ სხვათა კულტურას, მაგრამ არ დაივიწყებენ „ვისი გორისა ვართ“!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.