ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლე აკაკი ზაქარიაძემ სასკოლო საზოგადოებას XI-XIII საუკუნის საქართველოს სამეფო კარის პროტოკოლი გააცნო
30-05-2022
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ, აკაკი ზაქარიაძემ მეტად საინტერესო საკითხზე იმუშავა, რომელიც შემდეგ თანასკოლელებს გააცნო.
სამაგალითო მეთერთმეტეკლასელემა XI-XIII საუკუნის საქართველოს სამეფო კარის პროტოკოლი განიხილა; ასევე, მოსწავლემ ძევრის საჯარო სკოლის ეტიკეტის შესახებ საინტერესოდ ისაუბრა. ძევრის საჯარო სკოლა მაღალი სტანდარტებით ყოველთვის გამოირჩევა და სხვებისთვის მუდამ სამაგალითოა.
აღსანიშნავია, რომ აქტივობა გარე სივრცეში მოეწყო, სადაც სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლის მიერ განხილული თემები მოისმინა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს