ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა მეფარიძემ მოხსენება ომის სისასტიკეს მიუძღვნა
30-05-2022
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვანი და ემოციური საკითხების შესახებ საინტერესო მოხსენებებს ხშირად ამზადებენ.
ამჯერად, მესამე კლასის ნიჭიერ მოსწავლე ანა მეფარიძე თანასკოლელების წინაშე საინტერესო თემით წარსდგა, რომელიც ომის სისასტიკის მსხვერპლ ბავშვებს ეხებოდა.
აღნიშნული მძიმე თემა მეტად დიდი გულისწუხილით იყო გადმოცემული და მესამეკლასელმა დამსწრე საზოგადოებას ომის სისასტიკე კიდევ ერთხელ, თვალნათლივ დაანახეს.
აღსანიშნავია, რომ მესამეკლასელმა საკითხზე თავისი სურვილით იმუშავა, რაც კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად მტკივნეულად აღიქვამენ ბავშვების ომის სისასტიკეს.
„ეს მესამეკლასელი ანა მეფარიძეა.. ისეთ საკითხზე ჰქონდა მოხსენება ვერ დავიჯერე და პირადად ვკითხე, ვინ მოგამზადებინა ეს თემა თქო? თვითონ მოვამზადეო, კლასელიც - ქეთი იამანიძეც „გამოესარჩლა“, ნამდვილად ასეაო. თემა ომებში დახოცილ პატარებს ეძღვნებოდა. უზომოდ დიდი გულისწუხილით გადმოცემული... კეთილშობილი მესამეკლასელები ძევრის სკოლიდან“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს