„გზას დავულოცავ თემოს და ალბინას, ჩემი სკოლის მოსწავლეებს“ - ჭალეს თემის N2 სკოლის დირექტორის, ლელა აკობიას ემოციური მილოცვა კურსდამთავრებულებს
30-05-2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N2 საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულებმა წელს საშუალო სკოლა დაამთავრეს. 

ჭალეს თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორისთვის, ლელა აკობიასთვის ამ დღეს ემოციების გარეშე არ ჩაუვლია. მათ აღზრდა-განათლებაში ხომ მას უდიდესი წვლილი მიუძღვის, 9 წელი მოსწავლეებმა სწორედ მის სკოლაში გაატარეს. დირექტორმა მეთორმეტეკლასელებს საუკეთესო სურვილებით გზა დაულოცა და ემოციური მისალოცი წერილი მიუძღვნა. 

„ეს ქარივით ბიჭი თემოა...თემო ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლეა, ძალიან ყოჩაღი და თავაზიანი...წელს სკოლა დაამთავრა...დასანანია, რომ ჩემს მოსწავლეებს მეცხრე კლასის შემდეგ სხვა სკოლაში ვაცილებ...ძალიან განვიცდი...ასე მგონია, ჩემს შვილებს მართმევენ თემო ჩემს შვილებთან ერთად გაიზარდა... ძალიან პატარები რომ იყვნენ, ცოტნე სულ წუწუნებდა, თემო არ მოვიდეს მანქანები არ გამიტეხოსო თუმცა არასოდეს გაუტეხია...მას შემდეგ დღემდე ერთად მოდიან და ერთმანეთის სიხარული უხარიათ...გზას დავულოცავ თემოს და ალბინას, ჩემი სკოლის მოსწავლეებს“,- ვკითხულობთ სკოლის დირექტორის, ლელა აკობიას წერილში.   

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203