საჯავახოს საჯარო სკოლის მესამეკლასელმა გაბრიელ გოგიტიძემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი და კლასიდან კლასში გადასვლის მზაობის სერტიფიკატი მოიპოვა
30-05-2022
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოს საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე გაბრიელი გოგიტიძე მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არის ჩართული და შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადის. 

მესამეკლასელმა izrune.ge-ს მაისის შემაჯამებელი ტესტში ბრწყინვალედ შეასრულა და ოქროს დიპლომი დაიმსახურა. ამასთან ერთად, izrune.ge-ს კლასიდან კლასში გადასვლის - „მოსწავლის მზაობის სერტიფიკატიც“ მოიპოვა. რაც იმის დასტურია, რომ წარმატებით დაძლია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მისი ასაკის შესატყვისი კლასისთვის განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამა და აქვს მომდევნო კლასის მოსწავლისთვის დამახასიათებელი შესატყვისი ლოგიკური აზროვნებისა და წაკითხული ტექსტის გააზრების უნარ-ჩვევები.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203