დანისპარაულის საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები საზეიმო ღონისძიებით გააცილეს
30-05-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლა მეთორმეტეკლასელებმა საზეიმო ღონისძებით დაასრულეს.
კურსდამთავრებულები 2021-2022 სასწავლო წლის ბოლო დღეს სკოლაში ტრადიციულად თეთრი პერანგებით გამოცხადდნენ. სკოლის შენობა კი ნათელი ემოციებით და უამრავი სასიკეთო სურვილით დატოვეს.
დანისპარაულის სკოლის დირექტორი და პედაგოგები მოსწავლეებს ბედნიერ, წარმატებულ და ლაღ ცხოვრებას უსურვებენ .