გაიცანით, ეკოდამცველები ქუთაისის N12 საჯარო სკოლიდან
30-05-2022

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებას დიდი ყურადღება ექცევა. პედაგოგების ინიციატივით, მოსწავლეები ხშირად ერთვებიან სხვადასხვა ტიპის სოციალურ აქტივობებში, აღნიშნულის მიზანი, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების გაზრდაა, რომლებიც იქნებიან, ჰუმანურები, ტოლერანტები. გააზრებული ექნებათ, რომ მნიშვნელოვანია გარემო, რომელშიც ისინი ცხოვრობენ და მასზე პასუხისმგებლები არიან. 

სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სასწავლო წლის მიწურულს, ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მეხუთე კლასის პედაგოგმა, დარეჯან კუჭუხიძემ მოსწავლეებთან გარემოს დაცვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნულ თემაზე არაერთი საინტერესო აქტივობა ჩაატარა, როგორც საკლასო ოთახში ისე მის გარეთ. 

მოსწავლეებმა, წარმოადგინეს პრეზენტაციები და პედაგოგთან ერთად სკოლის ეზოს გალამაზებაზე იზრუნეს. გამწვანების აქციაში მონაწილეობა მოსწავლეებთან ერთად დიდი სიხარულით მიიღეს სკოლის დირექციის წარმომადგენლებმაც. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203