„ეს დღე სასკოლო სიმფონიის ბოლო მაჟორული აკორდია“ - გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები სიყვარულით გააცილეს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. იყოს ემოციების ზღვა, თეთრ პერანგებზე წაწერილი კეთილი სურვილები და სევდანარევი სიხარული, რომელიც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლასა თუ მშობლიური სკოლასთან დამშვიდობებას ახლავს ხოლმე.
„ეს დღე სასკოლო სიმფონიის ბოლო მაჟორული აკორდია, რომელმაც დაასრულა თავგადასავლებით აღსავსე ბავშვობის წლები და ცხოვრების ახალი ეტაპისკენ გაუხსნა გზა.
გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ლამაზებო, გისურვებთ ბედნიერ, შინაარსიან და წამატებულ მომავალს“, - აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები: