ალპანის საჯარო სკოლიდან პირველკლასელები არდადეგებზე სიყვარულით გააცილეს
30-05-2022
ცაგერის მუნიციპალიტეტის, სოფელ ალპანის საჯარო სკოლამ საზაფხულო არდადეგებზე პირველკლასელები უკვე გააცილა. ემოციური აღმოჩნდა დამშვიდობება საყვარელ მასწავლებელთან, რომლემაც ბავშვები სიყვარულით და სითბოთი სავსე სიტყვებით დალოცა.

პედაგოგმა და კლასის ხელმძღვანელმა სოფიო ქვარიანმა სასწავლო წლის დასრულება მიულოცა ბავშვებს.

„მადლობა, სოფიო მასწავლებელო. მადლობა თამთა და გიორგი, ასეთი კარგები რომ ხართ. მჯერა, ჩვენი სკოლა იამაყებს თქვენით! ეს დაუვიწყარი დღე კი მათ დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სიყვარულით გაუფერადეს! მადლობა სალომე (სალომე შალამბერიძე) მასწავლებელო! ეს ჟესტი ბევრისმთქმელია,,, მე ვამაყობთ თქვენით! ეს ბავშვებიც დაგიმახსოვრებენ მზრუნველობას, გარჯასა და დამოკიდებულებას! მჯერა!“, - ასე გამოეხმაურა ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი, მაია ჩაჩხიანი პედაგოგებსა და უსაყვარლეს ბავშვებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203