„ეგვიპტური ხელოვნება - განძის მაძიებლები“ - ბათუმის N20 სკოლის პედაგოგ ნინო ცეცხლაძის საინტერესო აქტივობებით გაჯერებული საჩვენებელი გაკვეთილი
ბათუმის N20 საჯარო სკოლაში მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა, ნინო ცეცხლაძემ თემაზე - „ეგვიპტური ხელოვნება - განძის მაძიებლები“ სავალდებულო საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილს მხარდამჭერთა ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.
გაკვეთილი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით წარიმართა. სხვადასხვა მინიშნებებითა და დავალებებით ბავშვებმა იპოვეს კლასში დამალული ეგვიპტური განძით სავსე სკივრი.
აღსანიშნავია, რომ სკივრიც და მასში მოთავსებული განძი მოსწავლეებმა თავად დაამზადეს.
სკოლა პედაგოგ ნინო ცეცხლაძეს წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: