ტურცხის საჯარო სკოლის მე-4 კლასში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა
30-05-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეებმა დაწყებითი კლასების პედაგოგთან, აიასტან გუკასიანმა ერთად მეტად საინტერესო ღია გაკვეთილი ჩაატარეს, რომელიც მშობლიურ ენასა და ლიტერატურას მიეძღვნა.
მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები და მშობლიური ენისა და ანბანის წარმომავლობაზე ისაუბრეს; ბავშვებმა იმსჯელეს სომხური ენის დამწერლობის დიდ მნიშვნელობაზე. მოსწავლეებმა ასევე, შეასრულეს ქართული და სომხური სახელმწიფო ჰიმნები.