მუხურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ღია გაკვეთილი ბუნებაში ჩაუტარდათ
30-05-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, თემაზე - „მცენარეების აგებულება“ მოსწავლეებს ღია გაკვეთილი ბუნებაში ჩაუტარდათ.
საგაკვეთილო პროცესში თითოეული მოსწავლე დიდი ხალისითა და აქტიურობით იყო ჩართული. ბავშვებმა საკუთარი ცოდნა მაქსიმალურად გამოავლინეს, რითიც პედაგოგი კიდევ ერთხელ ასახელეს.