დღნორისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება აღნიშნეს
30-05-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დღნორისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ, განსაკუთრებულ ვითარებაში აღნიშნეს.
პირველკლასელებმა ასევე, ანბანის შესწავლა დიდი წარმატებით დაასრულეს.
პირველკლასელებმა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გამართეს, სადაც ნიჭიერმა ბავშვებმა საკუთარი ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს.
„ფერად და ლამაზ მომავალს ვუსურვებთ ჩვენი სკოლის I კლასელებს, რომლებმაც წარჩინებით დაასრულეს სასწავლო წელი და მხიარულად დაგვემშვიდობნენ სექტემბრამდე ლამაზი ლექსებით. უღრუბლო ცა და წარმატებები ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მეგზური, ჩვენო პატარებო! მშვიდობიანი ზაფხული და კარგი დასვენება! ჩვეული შემართებით შევხვდებით სექტემბერში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს