ერკეთის საჯარო სკოლის VI-IX კლასის მოსწავლეები სამხატვრო გალერეაში იმყოფებოდნენ
30-05-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

ამჯერად, VI-IX კლასის მოსწავლეები მუნიციპალიტეტის სამხატვრო გალერეაში იმყოფებოდნენ, სადაც თემა - „გზა თავისუფლებისკენ“ იყო წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი ალექსანდრე ცინცაძე გახლავთ.

ფოტოსურათებზე, დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით, გაცოცხლდა 1918-1921 წ.წ. დამოუკიდებელი საქართველოს გმირული ბრძოლის ეპიზოდები. მოსწავლეები ასევე, გაეცნენ შემდგომი წლების ეროვნული მოძრაობის, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის, რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის ფოტო მასალებს. შემდეგ ესტუმრნენ მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. მოსწავლეები უფრო ახლოს გაეცნენ ჩვენი რაიონის მდიდარ ისტორიულ წარსულს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203