დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
30-05-2022
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეები 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ზეიმი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ნიჭიერი მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ.

​მოსწავლეებმა მშობლიური სკოლის სასახელოდ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები ღონისძიების ფარგლებში მაქსიმალურად გამოავლინეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203