
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლბის დღე აღნიშნეს.
გამართულ ღონისძებაზე ამ დღის ისტორიისა და ზოგადად, დამოუკიდებლობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.
მეცხრე კლასის მოსწავლე დავით ნეფარიძემ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი წაიკითხა და საქართველოში 1918-21 წლებში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა. გარდა ამისა, მეხუთე კლასის მოსწავლემ წარმოადგინა პოსტერი „ჩემი ხატია სამშობლო“.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
„26 მაისი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ისტორიაში. 1918 წელს საქართველომ თავი დააღწია რუსული იმპერიის უღელს და გამარჯვება იზეიმა. სკოლაში ტრადიციულად ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს.
მეცხრე კლასის მოსწავლემ დავით ნეფარიძემ აღნიშნა, რომ საქართველო დღესაც მრავალი პრობლემის წინაშე დგას, ქვეყნის განვითარებასა და გაძლიერებას კი კარგად სწავლა და შრომა სჭირდება. მეხუთე კლასის მოსწავლემ წარმოადგინა პოსტერი „ჩემი ხატია სამშობლო“. ამ ისტორიული მოვლენის აღნიშვნამ, მოსწავლეები კიდევ ერთხელ დააფიქრა თავიანთ როლსა და პასუხისმგებლობაზე სამშობლოს წინაშე“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: