„სიყვარულითა და პატივისცემით გალიეს პირველი კლასის ზღაპრული სამყარო“ -დისველის საჯარო სკოლიდან ახალ სასწავლო წლამდე 4 პირველკლასელი გააცილეს
30-05-2022
ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
პირველ კლასში სულ 4 მოსწავლე იყო, მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასხვლას სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი ულოცავს.
კლასის დამრიგებელი პედაგოგი მზია კახაძეა.
„სკოლამ ოთხი არაჩვეულებრივი პირველკლასელი გააცილა ცხოვრების ახალ ასპარეზზე. სიხარულით აღსავსე მოსწავლეებმა ეტაპობრივი სვლით, სიყვარულით და პატივისცემით გალიეს პირველ კლასის ზღაპრული სამყარო და ქვეყნიერებას უკვე გათვიცნობიერებული თვალებით უმზერენ. დიახ, უკვე გაიზარდნენ და მეორეკლასელები არიან, ერთ ნაბიჯით დაუხლოვდნენ მამულიშვილობის და ერის სიყვარულს, ანბანის და დედაენის გათვიცნობიერებულ არსს. ამ ყველაფრის სათავე კი მათი აღმზრდელი პედაგოგი - მზია კახაძე გახლავთ... ბევრჯერ მითქვამს, რომ ეს სასწაულად ძლიერი ქალბატონი, მეოჯახე დედა, მეუღლე და უამარავი მოსწავლის აღმზრდელი -საოცარი ენთუსიაზმით გამოირჩევა. მისი დაუდეგარი შრომის შედგია ამ ბავშების გამოწვრთნა ადამიანებად, რაც მათ უბრალოებაში, ერთსულოვნებაში და გულთბილ დამოკიდებულებაში იკვეთება! გისურვებთ წარმატებას და წინსვლას!“,- პატივიცემით, ნინო დოხტურიშვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს