„მადლობა დიდო იაკობ“- ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძიება გამართეს
30-05-2022

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწალო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ამასთან დაკავშირებით, საკლასო ღონისძიება - „მადლობა დიდო იაკობ“, მოეწყო. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და იაკობ გოგებაშვილის ღვაწლის შესახებ ისაუბრეს.

ღონისძიების ბოლოს კლასის ხელმძღვანელმა ნანული არაბიძემ მოსსწავლეებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა.

სკოლის დირექტორმა ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს სიგელები გადასცა.

„თეთრ მაისურებზე გამოხატული „დედაენა“ პატარა გულებში თბილად ჩაიკრეს. თითეულ ასო-ბგერაზე წარმოთქვეს თითო  ქართული ანდაზა, სულ 33. იქ დამსწრე საზოგადოებას თავიანთი ხელით დაწერილი საკუთარი სურვილებიც გაუმხილეს.
დირექტორმა მადლობა გადაუხადა კლასის ხელმძღვანელს ღონისძიების საინტერესოდ ორგანიზებისთვის, ასევე, მოსწავლეებსა და მშობლებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203