„ელექტრომაგნიტური გამოსხივება“- დილიკაურის საჯარო სკოლის მე-11 კლასში საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა
30-05-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მე-11 კლასში პრეზენტაცია „ელექტრომაგნიტური გამოსხივება“ გაიმართა. 

მოსწავლეებმა პრეზენტაცია ფიზიკაში, პედაგოგ ეთერ ჩუბინიძის ხელმძღვანელობით, „ჯანსაღი ცხოვრების წესის“ ფარგლებში, განახორციელეს. 

მეთერთმეტეკლასლებმა შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს და დაამუშავეს. მათ ბეჯითად იმუშავეს და პრეზენაციაც საინტერესო და ინფორმაციული იყო.

„თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მათ გამოყენებასთან ერთად ელმაგნიტური ტალღების გამოყენების სიხშირეც იზრდება, რაც დადებით მხარებთან ერთად უარყოფით მხარეებსაც შეიცავს და ნეგატიურად მოქმედებს ადამიანებზე. ხშირად არ ვიცავთ უსაფრთხოების ზომებს, რამაც შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა გამოიკვლიეს რა სახის ელ.მაგნიტური ტალღების გამოსხივება ხდება თანამედროვე ტექნიკის, კერძოდ კი მობილური ტელეფონების გამოყენების დროს და დაადგინეს მათი გავლენა ადამიანების  ჯანმრთელობაზე. გააკეთეს დასკვნები და შეიმუშავეს რეკომენდაციები თუ როგორ შეიძლება ავიცილოთ მოსალოდნელი საფრთხეები თავიდან“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203