ხალიფაურის საჯარო სკოლაში ბუნებისმეტყველებაში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა
30-05-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, 24 მაისს მე-4 კლასში ბუნებისმეტყველებაში ღია გაკვეთილი ჩატარდა.

მოსწავლეებმა, კვერცხის აგებულების შესწავლით ორგანიზმის განვითარების სასიცოცხლო ციკლი განიხილეს.

მეოთხეკლასელებმა მასწავლებელთან ერთად ხალისით, ინტერესით დაგეგმეს და განახორციელეს პრაქტიკული დაკვირვება ქათმის კვერცხის აგებულების შესასწავლად; ასევე, მოახდინეს ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება მარტივი საბუნებისმეტყველო ტერმინების გამოყენებით.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203