ვერნების საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულს საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობები მიუძღვნეს
30-05-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

სკოლის სამოქალაქო კლუბმა „ვერნებმა“ ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულს საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობები მიუძღვნა. 

კლუბის წევრებმა ჩაატარეს მინი ლექცია შესაბამის თემაზე, მოაწყვეს ბიბლიოთეკის კუთხე - „გააზიარე ცოდნა“, აქტივობის ფარგლებში, გაიმართა ონლაინ ქვიზი თემაზე - ,,როგორ მოვიპოვეთ დამოუკიდებლიბა“. გამარჯვებული დაჯილდოვდა სიგელით. ასევე ჩატარდა სპორტული აქტივობა მკლავჭიდში. გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომი.

„სამოქალაქო კლუბ „ვერნებმა“ აღნიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ერთიანობა და დროთა შესაფერისი ცოდნა გადაგვარჩენს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203