„კიდევაც დაიზრდებიან“- ქუთაისის N4 სკოლის მეორეკლასელთა პატრიოტული ღონისძიება
30-05-2022
ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ და ამავდროულად, მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლის მეორეკლასელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი ღონისძიებით - „კიდევაც დაიზრდებიან“ აღნიშნეს.
მოსწავლეების კლასის ხელმძღვანელი კი იზა ხარატიშვილი გახლავთ, რომლის ჩართულობით მეორეკლასელებმა მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს.
ღონისძიების ფარგლებში პატარებმა საქართველოს დროშები ააფრიალეს, წარმოთქვეს ლექსები და ამ უმნიშვნელოვანესი დღის შესახებ ისაუბრეს.
„ერთიან, მშვიდობიან, ძლიერ საქართველოში გეცხოვროთ, პატარებო!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს