ხალიფაურის საჯარო სკოლაში ინტეგრირებული გაკვეთილი კუს საერთაშორისო დღეს მიეძღვნა
30-05-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურის საჯარო სკოლის მე-4 კლასში 23 მაისს, კუს საერთაშორისო დღეს ქართულის ინტეგრირებული გაკვეთილი მიეძღვნა.

მოსწავლეებმა საინტერესოდ გაიაზრეს და იმსჯელეს წაკითხული ტექსტისა და ვიდეომასალით მიღებული ინფორმაციის ირგვლივ. ასევე, გამოკვეთეს პერსონაჟთა თვისებები და შეაფასეს მათი ქცევა.

მეოთხეკლასელებს გაკვეთილის დასასრულისკენ გაჭირვებაში ჩავარდნილი სხვა ცოცხალი არსებების მიმართ თანაგრძნობისა და დახმარების სურვილი გაუჩნდათ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი ლელა გაფრინდაშვილი გახლავთ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203