აფხაზეთის N2 სკოლის მესამეკლასელი მარიამ ფხალაძე მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებს ქმნის
30-05-2022
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლემ, მარიამ ფხალაძემ 2021 წლიდან დღემდე 100-ზე მეტი ვიდეოგაკვეთილი ელექტრონული პლატფორმის - „ბუკიოტის“ საშუალებით მოამზადა. 

საინფორმაციო-საგანმანათლებლო დანიშნულების მქონე „ბუკიოტის" ვიდეოგაკვეთილები მნიშვნელოვნად გამოადგებათ დამხმარე რესურსად I, II, III და IV კლასელებს გამოადგებათ.

მოსწავლესთან ერთად აღნიშნული გაკვეთილების შექმნაში ასევე, მშობელი სოფიო ჭაავაა ჩართული, რაც სხვებისთვისაც ნამდვილად სამაგალითოა.

„ბოლო წლებში კოვიდ-19-ის მთელს მსოფლიოში გავრცელებამ განათლების სფეროც ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ონლაინ გაკვეთილების ეფექტურად ჩასატარებლად საჭირო გახდა ახალი სასწავლო  რესურსების შედგენა, რათა სწავლების პროცესი უფრო საინტერესო, სასარგებლო და შედეგიანი ყოფილიყო. სწორედ, ზემოაღნიშნული ვითარების გამო შეიქმნა არაერთი დამატებითი ელეტრონული სასწავლო რესურსების პლატფორმა. მათ შორის ერთ-ერთი- „ბუკიოტია", რომელშიც აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე მარიამ ფხალაძე გვთავაზობს სხვადასხვა თემაზე (საგნების მიხედვით) შექმნილ საგანმანათლებლო რესურსებს. სკოლა წარმატებებს უსურვებს პატარა მარიამს ყველა ეტაპზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეოგაკვეთილები იხილეთ ბმულზე 1 და ბმულზე 2.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203