ბოგვის საჯარო სკოლის ახალგაზრდა მოჭიდავეებმა სპორტულ ტურნირში წარმატებით იასპარეზეს
30-05-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ტურნირი ქართული ჭიდაობაში გაიმართა, სადაც სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ და წარმატებით იასპარეზეს.

ძმებმა, აბულაძეებმა მშობლიური სკოლა ასახელეს - პირველკლასელმა საბამ და მეცხრე კლასის მოსწავლემ, ლაშამ საპრიზო, I ადგილი დაიმსახურეს; ასევე, 60 კგ. წონით კატეგორიაში I ადგილი მე-12 კლასის კურსდამთავრებულმა გიორგიმ მოიპოვა, ხოლო ამავე წონით კატეგორიაში II საპრიზო ადგილზე XI კლასის მოსწავლე ლუკა ჯაშიაშვილი გავიდა.

სასკოლო საზოგადოება ახალგაზრდა მოჭიდავეებს კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203