ქუთაისის N4 სკოლის მესამეკლასელი ნია პავლიაშვილის წარმატება შემოქმედებით ოლიმპიადაში 
30-05-2022
ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ოლიმპიადებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, დიდი წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, ქუთაისში „მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა 2022“ გაიმართა, რომლის დასკვნითი ტურის მონაწილე სამაგალითო მესამეკლასელი ნია პავლიაშვილი გახლდათ.

ნიჭიერი მოსწავლის დედამ სკოლის მიმართ მეტად ემოციური და მადლიერებით აღსავსე წერილი გაავრცელა:

„ეს იყო საოცრად ლამაზი დღე, უზომო სიყვარულით და სითბოთი აღსავსე. მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო სკოლის დირექტორს, ქალბატონ მაკას ნდობისთვის, სიყვარულისთვის, აქტიურობისთვის. ეს დიდი სტიმულია ჩემი ნიაკოსთვის. მადლობა მთელს სკოლას და უსაყვარლეს პედაგოგებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ ამ მშვენიერი დღის გალამაზებაში. განსაკუთრებული მადლობა მუსიკის მასწავლებელს, ქალბატონ თამილა გიგატაძეს! გვიყვარხართ!“, - აღნიშნულია გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203