ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ, განსაკუთრებულ ვითარებაში აღნიშნეს.პირველკლასელებმა ასევე, ანბანის შესწავლა დიდი წარმატებით დაასრულეს და „ანბანის ზეიმი“ ჩაატარეს. ასევე, მოსწავლეებმა აქტივობასთან დაკავშირებით პრეზენტაციაც მოამზადეს.
პირველკლასელებმა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გამართეს, სადაც ნიჭიერმა ბავშვებმა საკუთარი ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს.
ღონისძიებაში თითოეული პირველკასელი დიდი ხალისითა თუ ენთუზიაზმით იყო ჩართული და ამაგდარი პედაგოგები კიდევ ერთხელ ასახელეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების საგნის მასწავლებელი გუანნა მკოიანი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები და პრეზენტაცია ბმულზე: