ჯუმის საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
30-05-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - ტვინების ბრძოლა“ I ეტაპი გაიმართა.
თამაშში აქტიურად მონაწილეობდნენ სკოლის III - XI კლასის მოსწავლეები.
თამაში სამ ლიგაში წარიმართა, (III -IV-V; VI-VII-VIII; IX-X-XI ) თემატიკა იყო ზოგადი, შეკითხვები კი დაფუძნებული იყო ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარზე.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა მაქსიმალურად გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები.