კურსების საჯარო სკოლაში პროექტი - „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“ განხორციელდა
30-05-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება.

ამჯერად, სკოლა 2021 -2022 სასწავლო წელს სასკოლო პროექტზე - „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“ მუშაობდა.

პროექტის განხორციელების გზაზე არაერთი აქტივობა შესრულდა.

27 მაისს კი პროექტი „მხიარული სტარტებითა“ და შემაჯამებელი ღონისძიებით დაგვირგვინდა.

ასევე, სკოლას: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქვიტირის საჯარო სკოლა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი, დეპუტატი გიორგი ავალიანი, ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და მისი ხელმძღვანელი ირინე კორძაია სტუმრობდნენ.

ასევე, სკოლაში ექსპერტთა გუნდს: ნატო კვეტენაძეს, ნანა გიორგობიანს და ელისო მაწკეპლაძეს უმასპინძლეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203