ზემოსურების საჯარო სკოლის პედაგოგმა, მაია სანიკიძემ პირველკლასელები ახალ სასწავლო წლამდე ღონისძიებით გააცილა
30-05-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ, განსაკუთრებულ ვითარებაში აღნიშნეს.

პირველკლასელებმა ასევე, ანბანის შესწავლა დიდი წარმატებით დაასრულეს.

სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, მაია სანიკიძემ პირველი კლასი განსაკუთრებული ემოციებით და მრავალფეროვანი ღონისძიებით გააცილა.

ნიჭიერ პირველკლასელებს ასევე, წამახალისებელი სიგელებიც გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში თითოეული პირველკლასელი დიდი ხალისითა თუ ენთუზიაზმით იყო ჩართული და ამაგდარი პედაგოგები კიდევ ერთხელ ასახელეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203