დუმასტურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო გასვლითი ტური
30-05-2022
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი აქტივობები ხშირად იმართება, რომლებიც სასკოლო საზოგადოების ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას უწყობს ხელს.
ამჯერად, მეხუთე კლასის მოსწავლეებმა ხეობაში გაისეირნეს. არაფორმალურ გარემოში ბავშვები ერთმანეთთან უფრო მეტად დაახლოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ კმაყოფილი მოსწავლეები ხეობაში კლასის ხელმძღვანელთან, სერგო მარგოშვილთან ერთად იმყოფებოდნენ.