ფიროსმანის საჯარო სკოლიდან 2022 წლის კურსდამთავრებულები ღონისძიებით გააცილეს
30-05-2022
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

კურსდამთავრებულებმა სკოლაში სწავლის დასრულება განსაკუთრებულად აღნიშნეს და მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოებამ კურსდამთავრებულებს სიხარული და ბედნიერი მომავალი უსურვა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203