სათხის საჯარო სკოლაში ინგლისურად კითხვის კონკურსი გაიმართა
30-05-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში ინგლისურად კითხვის კონკურსი გაიმართა. 

აქტივობა პედაგოგ ვიქტორია ისოიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა და ის ინგლისური ენის დღეს მიეძღვნა.

კონკურსში მე-5, მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

გამოვლინდნენ „საუკეთესო მკითხველები“, ისინი მე-7 კლასის მოსწავლე ნარეკ პოდოსიანი, მე-6 კლასელი არსინე პალოიანი და მე-5 კლასელი ალვარდ ელბაკიანი არიან.

აქტივობამ წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა. მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203