სპასოვკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეთნოგრაფიულ ციხე-მუზეუმში იმყოფებოდნენ
30-05-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ალბერტ ისოიანის სახელობის ეთნოგრაფიული ციხე - მუზეუმში იმყოფებოდნენ. 

ვიზიტი მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პედაგოგ მალვინა წარუკიანის ხელმძღვანელით, გაიმართა. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი ინტერესით, ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. შესაბამისად, ვიზიტმა ნაყოფიერად ჩაიარა.

„მოსწავლეები გაეცნენ ეროვნულ, კულტურულ და ისტორიულ ექსპონატებს. მოსწავლეებს ძალიან აინტერესებდათ ალბერტ ისოიანის ნაამბობი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203