ბოზალის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლის დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს
30-05-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოზალის საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეებმა სწავლის დასრულება და ანბანის წარმატებით შესწავლა განსაკუთრებული ზეიმით აღნიშნეს.

მოსწავლეებმა ღონისძიება - „ანბანის გაცილება“ ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც ბავშვებმა საკუთარი ნიჭი მაქსიმალურად გამოავლინეს.

მრავალფეროვანი ღონისძიების ფარგლებში, საზეიმოდ გამოწყობილმა პირველკლასელებმა შეასრულეს სიმღერები და წარმოთქვეს ლექსები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში პატარა მოსწავლეები დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203