ხორენიის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა სწავლის დასრულება ზეიმით აღნიშნეს - დირექტორმა მოსწავლეები ქების სიგელებით დააჯილდოვა
30-05-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება საზეიმო ვითარებაში, განსაკუთრებულად აღნიშნეს.

საზეიმო ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მრავალმხრივ საინტერესო ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს. ზეიმის დასრულების შემდგომ კი დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა მოსწავლეები ქების სიგელებით დააჯილდოვა.

დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა მასწავლებლებს, მშობლებს, რომელიც აქტიურად იყვნენ ჩართული სასწავლო პროცესში მადლობა გადაუხადა.

სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს პირველი კლასის დასრულებას და მეორე კლასში გადასვლას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203